cryptocurrency-geo-1000x300
2023-09-01clock5 minutes

შესავალი: საკუთარი ტოკენის გაშვება

კრიპტოვალუტები და ბლოკჩეინი საკმაოდ რთული და კომპლექსური ტექნოლოგიაა. ამ სფეროთი დაინტერესებულ ადამიანებს ალბათ ერთხელ მაინც უფიქრიათ, შესაძლებელია საკუთარი ტოკენის გაშვება? ამისათვის კი, რამოდენიმე გზა არსებობს.

პირველი გზა - სრულიად ახალი ბლოკჩეინის შექმნა. ეს მეთოდი საკმაოდ რთულია და მხოლოდ მაშინ უნდა აირჩიო, თუ უნიკალური იდეა გაქვს, ასევე გყავს დეველოპერების ძლიერი გუნდი და გაქვს ბევრი დრო.

მეორე გზა კი, უფრო მარტივი და რეალურია. შესაძლებელია, რომ უკვე არსებულ ბლოკჩეინზე დააფუძნო ახალი ტოკენი.

რა სხვაობაა ტოკენსა და ქოინს შორის?

როდესაც სრულიად ახალ კრიპტოვალუტას ვქმნით, პირველ რიგში უნდა გვესმოდეს, რომ არსებობს კრიპტოვალუტის ორი ტიპი - ტოკენები და ქოინები.

ასევე, უნდა ვიცოდეთ თუ რა სხვაობაა ამ ორს შორის, რა დანიშნულება აქვთ მათ და რა ტიპის ტექნოლოგიაზე არიან დამყარებული.

ქოინები იმგვარი კრიპტო აქტივები არიან, რომლებსაც საკუთარი ბლოკჩეინ ტექნოლოგია აქვთ და მათი დანიშნულება ძირითადად საინვესტიციო და საგადახდო ტიპისაა. ქოინის ცნობილი წარმომადგენელია ბიტკოინი, რადგან მას საკუთარი დამოუკიდებელი ბლოკჩეინი აქვს, ბიტკოინ ქსელის სახით.

ხოლო, ტოკენები იმგვარი კრიპტო აქტივები არიან, რომლებსაც დამოუკიდებელი ბლოკჩეინი ანუ ქსელი არ აქვთ და ისინი სხვა, უფრო დიდი ქოინების ქსელზე არიან დაფუძნებული. ტოკენებიც, ისევე როგორც ქოინები, საინვესტიციო მიზნებისთვის გამოიყენება, თუმცა მათ შესაძლოა სრულიად განსხვავებული დანიშნულებაც ქონდეთ, მაგალითად როგორიც არის სხვადასხვა კრიპტო პროექტის შიგნით არსებული საგადახდო აქტივი, იქნება ეს რაიმე თამაში თუ მეტავერსი.

გარდა ამისა, არსებობს ტოკენის რამოდენიმე ტიპი. თუ დეტალურად გაინტერესებს როგორ განსხვავდებიან ტოკენები ერთმანეთისაგან და რა ტიპის ტოკენის მფლობელი შეიძლება გახდე, შეგიძლია ჩვენი ბლოგი წაიკითხო.

როგორ გავუშვათ საკუთარი ტოკენი ეთერიუმის ქსელის დახმარებით?

ეთერიუმის ბლოკჩეინი ადამიანებს შესაძლებლოას აძლევს რომ საკუთარი ტოკენი შექმნან პროგრამირების ცოდნის გარეშეც. არსებობს სპეციალური ციფრული პროგრამა, რომელშიც თავდაპირველი და ორიგინალი ERC-20 კოდის მოდიფიკაციაც კმარა, რომ სრულიად ახალი ტოკენი დაიბადოს. პროცესი სულ რამოდენიმე ათეულ წუთს მოითხოვს.

პირველ რიგში, რაც ახალი ტოკენის შექმნისას დაგჭირდება, სახელის შერჩევაა. კრიპტო ინდუსტრიაში უამრავი კრეატიული სახელის აქტივი არსებობს, ან თუნდაც ისეთი, რომელიც თავდაპირველად ხუმრობა იყო, თუმცა დროის გასვლასთან ერთად სახელი სტაბილურ და სერიოზულ კრიპტოვალუტასთან ასოცირდება - მაგალითად დოჯქოინი.

პირველ რიგში საჭიროა შესაბამისი აპლიკაცია გადმოვტვირთოთ GitHub-დან. დამატებით, დაგჭირდება ონლაინ აპი - Ethereum Remix Editor.

შენს მიერ გადმოტვირთული ფაილში მოიძიე NewToken.sol და გახსენი Ethereum Remix-ში.

Picture1

ფაილის გახსნის შემდგომ, შენს მონიტორზე გამოვა ინფორმაცია, რომელშიც უნდა შეიყვანო ისეთი მონაცემები, თუ რამდენი იქნება ტოკენის ჯამური მიმოქცევა, სახელი, სიმბოლო და ა.შ.

Picture2

ყველა საჭირო ინფორმაცია უკვე შეყვანილია და აპლიკაციაც მზად არის, რომ შენი ტოკენი ქსელში ჩაუშვას. დარჩა მხოლოდ ერთი ნაწილი. Ethereum Remix-ში ირჩევ Compile NewToken.sol ღილაკს, უთითებ Auto compile და მზად არის.

Picture3

როგორ გავუშვათ საკუთარი ტოკენი ტრონის ქსელის დახმარებით?

ტრონის ქსელი, ისევე როგორც ეთერიუმის ბლოკჩეინი, საკუთარი ტოკენის გასაშვებად ერთ-ერთი ყველაზე კარგი გზაა.

პირველ რიგში საჭიროა შევიდეთ Tronscan-ზე, გავიაროთ მარტივი რეგისტრაცია და შემდგომ ავირჩიოთ, თუ რა ტიპის ტოკენის ჩაშვება გვინდა - TRC-10 ან TRC-20.

შემდგომ უნდა შევიყვანოთ იმავე ტიპის ინფორმაცია ტოკენის შესახებ, როგორც Ethereum Remix-ის დახმარებით გავაკეთეთ - ტოკენის სახელი, სიმბოლო და ა.შ შემდგომ პლატფორმა ამ ინფორმაციას ავტომატურად დაიტანს ჭკვიან კონტრაქტში და შემდგომ უკვე ბლოკჩეინში.

სულ ეს არის, შენი ტოკენი ასე მარტივად შეიქმნა და მზად არის.

შეჯამება

საკუთარი ტოკენის შექმნა ასე მარტივი არასდროს ყოფილა, არ აქვს მნიშვნელობა რომელ გზას აირჩევ - Ethereum Remix თუ Tronscan. ამ გზების გამოყენებით, არ არის საჭირო რომ ბევრი დრო დახარჯო, დეველოპერების გუნდი გყავდეს ან სულაც შენ თვითონ იცოდე პროგრამირება.

გაითვალისწინე, მნიშვნელოვანია რომ ტოკენის შექმნისას გქონდეს მიზანი და შენს საკუთარ კრიპტო აქტივს შესაბამისი დანიშნულება მოუძებნო, რომლითაც შენ და სხვა კრიპტო მომხმარებლები მას გამოიყენებენ.

Support